Teen Club
Teen club - ეს არის კლუბი 12–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის, ვისაც გსურთ მომავალი შოუბიზნესს დაუკავშიროთ ან უბრალოდ სიმღერა, ცეკვა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა სრულფასოვნად შეისწავლოთ.
,, Teens Club “-ი საუკეთესო შესაძლებლობას მოგცემთ აღმოაჩინოთ ან განავითაროთ თქვენი ვოკალური შესაძლებლობები.
სერვისები
გარდა ჩვენი პროგრამისა, თქვენ გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ ჩვენი დამატებითი სერვისებით.

ეს არის კლუბი 12–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის, ვისაც  გსურთ მომავალი შოუბიზნესს დაუკავშიროთ ან უბრალოდ სიმღერა,  ცეკვა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა სრულფასოვნად შეისწავლოთ.
აქ შეგიძლიათ ცადოთ, აღმოაჩინოთ ან დახვეწოთ თქვენი შესაძლებლობები ვოკალში, ქორეოგრაფიაში, დაეუფლოთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას. ასევე, მოსინჯოთ და განავითაროთ თქვენი შემოქმედებითი უნარი, თავად შექმნათ სიმღერა, ჩვენი გუნდის დახმარებით თავად გააკეთოთ არანჟირება, ტექსტი, იმუშაოთ ჩვენივე ხმის ჩამწერ სტუდიაში და გახდეთ ავტორ–შემსრულებელი.  
Teen club–ში მოგეცემათ საშუალება იმღეროთ ან დაუკრათ  ბენდთან ერთად, გამოიმუშაოთ სცენაზე თავისუფლად მოძრაობის უნარი.
რაც მთავარია, ჩვენთან ხშირად ეწყობა კონცერტები, ივენთები, გადაღებები და გასტროლები , სადაც გეძლევათ საშუალება თქვენი შესაძლებლობები და ჩვენთან გაწეული შრომის შედეგი, ფართო საზოგადოებას გააცნოთ.
ჩვენი მიზანია შევქმნათ საკუთარი, კომპლექსური და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც გულისხმობს თითოეული ნომრის ერთ მთლიანობაში მოქცევას (ცეკვით, სიმღერით, ბენდით). ამიტომ  Teen club   ქმნის მაქსიმალურ პირობებს  და აწესებს სპეციალურ საშეღავათო პაკეტებს მათთვის, ვისაც 2 ან რამდენიმე კურსს ერთდროულად შეისწავლის.
 Teen club არის ადგილი, სადაც ყველა პირობა გექნებათ იმისთვის, რომ ჩვენთან გატარებული დრო, მყუდრო და მეგობრულ გარემოში გაატაროთ. 

 

 

 


ჩვენთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ


სასცენო ცეკვა

 

Teen Club გთავაზობთ თანამედროვე ცეკვის კომპლექსურ კურსს – სასცენო ცეკვა (Stage Dance), სადაც თანმიმდევრული პრინციპით თქვენ შეისწავლით სხვადასხვა თანამედროვე ცეკვებს (jazz-funk, hip-hop, modern-jazz, pop). კურსი გათვლილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი საფუძვლიანად შეისწავლოს ცეკვა და ასევე გამოიმუშაოს სასცენო პლასტიკა. ცალკეული ცეკვების გარდა ჩაგიტარდებათ სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომ ეტაპებზე თქვენს სრულყოფილ მოცეკვავედ ჩამოყალიბებას . ეს კურსი არის უნიკალური საშუალება იმისთვის რომ, სცენაზე იყოთ საუკეთესო ფორმაში.

ვოკალი

 

ინსტრუმენტული კურსი

 

გიტარა ერთერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ინსტრუმენია იმისთვის რომ საკუთარ თავს გაუწიოთ აკომპონირება

ბას–გიტარა ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი საყრდენია ბენდისთვის. ბას გიტარის მსურველი პირდაპირ კავშირშია ბენდთან მუშაობასთან.

კლავიში არის ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი, რომელიც მოგცემთ საშუალებას , საკუთარ თავს გაუწიოთ აკომპონირება, ასევე შექმნათ...

დასარტყამი–ეს კურსი მოგცემთ საშუალებას ნულიდან საფუძვლიანად შეისწავლოთ დრამი.